ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ხაშურში ბექაურისა და თუმანიშვილის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

ხაშურში, ბექაურისა და თუმანიშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

მიმდინარე სამუშაოებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში ორივე ქუჩაზე მოეწყო ახალი გზის საფარი, ტროტუარები და საგზაო მონიშვნები. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ ქუჩებზე აქამდე ასფალტირებული გზა საერთოდ არ არსებობდა.

„როგორც ბექაურის, ისე თუმანიშვილის ქუჩებზე მოეწყო ახალი გზის საფარი, ტროტუარები და საგზაო მონიშვნები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ქუჩებზე აქამდე ასფალტირებული გზა საერთოდ არ არსებობდა. განხორციელებული სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, ქუჩებს კი უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის“, – განაცხადა პაატა ჩადუნელმა.

ბექაურის ქუჩის კეთილმოწყობის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 733 777 ლარს შეადგენს.

თუმანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის კი 236 583 ლარია გამოყოფილი.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დავით მაზმიშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თურქეთში, კლინიკა „მემორიალში“, სამი რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელთა საერთო ღირებულება 205…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა. გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.