20 აგვისტოს, 20:00 საათზე, გორის კულტურისა და დასვენების პარკში ,, ახალბაღში“ მუსიკალური საღამო გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში მაყურებლის წინაშე მარიამ ხუციშვილი, გიორგი მეფისაშვილი, ანა ცქვიტინიძე, გელა დონაძე, დავით მაზანაშვილი, ბენდი „Like Band“ და ლიკა დოლიძე წარდგებიან.
ღონისძიების წამყვანი ზურა გორგაძე იქნება. საღამო მუსიკის მოყვარულებს ცოცხალ მუსიკასა და სასიამოვნო გარემოს შესთავაზებს.