ხაშურის მუნიციპალიტეტში, კულტურისა და დასვენების პარკში, 25 აგვისტოს მუსიკალური საღამო გაიმართება.
ღონისძიება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ჩატარდება.
მუსიკალური საღამო 25 აგვისტოს, 19:00 საათზე, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას ქართველი შემსრულებლები და მუსიკოსები მიიღებენ, რომლებიც მსმენელს მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას შესთავაზებენ.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
