ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 18 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

გორში პროფესორ შოთა ქურდაძის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა

გორში პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსისა და პროფესორ შოთა ქურდაძის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა.

მემორიალური დაფა იმ სახლის ფასადზე განთავსდა, სადაც შოთა ქურდაძე 1964 წლიდან 2017 წლამდე ცხოვრობდა.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, შოთა ქურდაძის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. შეკრებილებმა გაიხსენეს მეცნიერის ცხოვრება და მოღვაწეობა და ის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც მან განათლებისა და პედაგოგიური მეცნიერების განვითარებაში შეიტანა.

შოთა ქურდაძე გამორჩეული პედაგოგი და მეცნიერი იყო. მისი მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაა და არაერთი თაობისთვის პროფესიონალიზმისა და განათლების სფეროსადმი ერთგულების მაგალითს წარმოადგენს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

ხაშურის ბიბლიოთეკა მოქალაქეებს „წიგნის ბუდის“ გამოყენების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება მოქალაქეებს მოუწოდებს, ცენტრალური ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში განთავსებული „წიგნის ბუდით“ სარგებლობისას დაწესებული პრინციპი დაიცვან. „წიგნის ბუდე“ მოქალაქეებისთვის…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

სოფელ მეტეხში 1 010 მეტრი შიდა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 1 010 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები, – ამის შესახებ…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.