ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
პარასკევი, 21 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ცერონისში ახალი მინი სტადიონი ეწყობა – სოფლის საჯარო სკოლას თანამედროვე სპორტული სივრცე ექნება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის განხორციელება მოსწავლეებისთვის და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის თანამედროვე და უსაფრთხო სპორტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

სამუშაოების მიმდინარეობას ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სტადიონის ტერიტორიის სრულად შემოღობვა, მოედნის საფუძვლის მოწყობა და ხელოვნური ბალახის საფარის დაგება. ასევე დამონტაჟდება ფეხბურთის კარები, კალათბურთის ფარები და მოეწყობა გარე განათების სისტემა.

განახლებული სპორტული სივრცე მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, ფეხბურთითა და კალათბურთით შესაბამის პირობებში ისარგებლონ და აქტიური ცხოვრების წესი კიდევ უფრო მეტად განავითარონ.

სამუშაოებს შპს „სერვისი 2015“ ასრულებს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

განათლება

სად იქნება შესაძლებელი სასკოლო ფორმის შეძენა – როდიდან დაიწყება გაყიდვა და რა ეღირება?

საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მინიმუმ, ერთი სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველას შეეძლება, მივიდეს და სასკოლო ფორმა შეიძინოს,…

tvmonitoringi · 2 წთ
საზოგადოება

ქაშვეთში დამეწყრილი გზის გამაგრება მიმდინარეობს – პროექტის ღირებულება 56 761 ლარია

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაშვეთში დამეწყრილი გზის მონაკვეთზე გაბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიზანია გზის გამაგრება, მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

სოფელ დირბში შიდა საუბნო გზის ასფალტირება მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში შიდა საუბნო გზის №4-ის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.