ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

თეზში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის ოკამის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ თეზში, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე სპორტულ მოედანზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ მოედანზე განთავსდება საკალათბურთო ფარი და ფეხბურთის კარი, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და დაიგება ხელოვნური მწვანე ბალახის საფარი.

სამუშაოების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.

როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის უკეთესი პირობების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა.

ახალი სპორტული სივრცე ადგილობრივ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, სპორტით დაკავდნენ და აქტიური ცხოვრების წესი განავითარონ.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დავით მაზმიშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თურქეთში, კლინიკა „მემორიალში“, სამი რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელთა საერთო ღირებულება 205…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა. გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.