ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 1 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

გორში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გორში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში პატივი მიაგეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მათი ოჯახების წინაშე არსებულ მძიმე გამოწვევებს.

ღონისძიება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იოსებ მაზმიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თამაზ ბესტაევი.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე 30 აგვისტოს აღინიშნება. მისი მთავარი მიზანია დაკარგული ადამიანების ხსოვნის პატივისცემა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმ მძიმე პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები წლების განმავლობაში დგანან.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაახლოებით 1 900 ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში გახსნა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის…

tvmonitoringi · 3 წთ
საზოგადოება

ზემო ხანდაკში ორ უბანს შორის დამაკავშირებელი გზის მოწყობა მალე დასრულდება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში ორ უბანს შორის დამაკავშირებელი 135-მეტრიანი გზის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში გზის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო 29-31 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდის შესახებ, მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 29-31 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდის შესახებ, მოსახლეობას აფრთხილებს. “29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.