ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ხუთშაბათი, 3 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
კულტურა

ხაშურის ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებისთვის შეხვედრა „გვერდებს შორის“ გაიმართა

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებისთვის შეხვედრა თემაზე „გვერდებს შორის“ გაიმართა.

შეხვედრა 1 სექტემბერს ჩატარდა და მისი მიზანი ახალგაზრდებში წიგნის კითხვისა და არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია იყო.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა ერთმანეთს საყვარელი წიგნების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს და ერთობლივად დაგეგმეს რამდენიმე საინტერესო აქტივობა.

მონაწილეებისთვის მოეწყო ისეთი რუბრიკები, როგორიცაა „გამოიცანი წიგნი ციტატით“, „წიგნის ასოციაცია“ და ინტელექტუალური ბლიც-კითხვები.

შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს არაფორმალური განათლებისა და კულტურისა და სპორტის კომიტეტების წევრების ინიციატივითა და თანამშრომლობით გაიმართა.

ახალგაზრდული საბჭო თანატოლგანმანათლებელთა მხარდაჭერას და ახალგაზრდების საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყობას აგრძელებს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

კულტურა

გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

გორში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენაში მონაწილე ბავშვებს სერტიფიკატები გადასცეს

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში დასრულდა. გამოფენაში მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გორის მუნიციპალიტეტის მერმა…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

ქარელის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ

ქარელის კულტურის ცენტრში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ჯგუფ „Crazy Girls“-ის წევრებსა და ხელმძღვანელებს ფესტივალებზე მიღწეული წარმატებისთვის…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.