ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ხუთშაბათი, 3 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

გორელი ახალგაზრდებისთვის სტეფანწმინდაში მოლაშქრეთა ბანაკი მოეწყობა

გორელი ახალგაზრდებისთვის სტეფანწმინდაში ხუთდღიანი მოლაშქრეთა ბანაკი მოეწყობა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები მთიან რეგიონს, ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებს გაეცნობიან.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები სტეფანწმინდასა და მის მიმდებარე ტერიტორიებს მოინახულებენ და მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ ფოლკლორულ ფესტივალში, სადაც საკუთარ შემოქმედებით შესაძლებლობებს წარმოადგენენ.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 19 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც გამოირჩევიან შემოქმედებითი უნარებით და განსაკუთრებით ინტერესდებიან მოგზაურობით, მთითა და ახალი გამოცდილებების მიღებით.

მონაწილეთა შერჩევა გასაუბრების საფუძველზე მოხდება. ახალგაზრდები სტეფანწმინდაში 7 სექტემბერს გაემგზავრებიან და იქ ხუთ დღეს გაატარებენ.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი 5 სექტემბრის ჩათვლით, მშობელთან ერთად, ასოციაცია „ტონთიოს“ ადმინისტრაციულ შენობაში უნდა წარადგინონ.

მისამართი: გორი, გორჯვრის ქ. №26.

საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:

  • პირადობის მოწმობა ან დაბადების მოწმობა;
  • ჯანმრთელობის ცნობა — ფორმა №100;
  • მშობლის თანხმობა, რომელსაც მშობელი ადგილზე, სპეციალურ ფორმაზე შეავსებს.

პროექტი ასოციაცია „ტონთიოსთან“ თანამშრომლობით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის „კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შესაძლებელია დაკავშირება ნომერზე: 599 22 16 44.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

ქარელის სოფელ წვერში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წვერში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება

შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად, დღეიდან, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე საერთაშორისო – ISO სტანდარტის შესაბამისი…

tvmonitoringi · 2 წთ
საზოგადოება

გორის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით 6 523 მოქალაქემ ისარგებლა

გორის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში, 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით, 6 523 მოქალაქის 8 051 განცხადება დაკმაყოფილდა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით,…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.