ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
კულტურა

ნონა გულიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა ხაშურის ბიბლიოთეკაში

ბიბლიოთეკაში პიანისტისა და მწერლის, ნონა გულიაშვილის, შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელიც მუსიკისა და ლიტერატურის ჰარმონიული შერწყმით წარიმართა.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ნონა გულიაშვილის მრავალფეროვან შემოქმედებასა და ცხოვრებისეულ გზას. საღამოს ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ავტორის წიგნის — „მელნისფერი სიჩუმე“ -წარდგენა იყო.

წიგნში ავტორი საკუთარ განცდებსა და შინაგან სამყაროს მკითხველს განსაკუთრებული ემოციით უზიარებს. ნონა გულიაშვილის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ემიგრაციის თემასა და მასთან დაკავშირებულ განცდებს.

მწერლის ბიოგრაფია და შემოქმედება დამსწრე საზოგადოებას ბიბლიოთეკასთან არსებული კითხვის წრის წევრმა, ხაშურის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლემ ანი ქურდაძემ გააცნო. მან ასევე ისაუბრა ავტორის შემოქმედებაში ასახულ ემიგრაციის ტკივილსა და გამოცდილებაზე.

ხაშურის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ანა იკაევმა კი ნონა გულიაშვილის შემოქმედებიდან ერთ-ერთი მონაკვეთი მხატვრულად წარმოადგინა.

საღამოს მუსიკალური ნაწილი ხათუნა ღვალაძემ და გიორგი ბაქრაძემ გააფორმეს, მათმა შესრულებამ ღონისძიებას განსაკუთრებული სითბო და ემოციური განწყობა შესძინა.

ღონისძიებას ადგილობრივი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. შეხვედრა თბილ და საინტერესო გარემოში გაიმართა.

შემოქმედებითმა საღამომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბიბლიოთეკის, როგორც წიგნის, მუსიკის, ხელოვნებისა და ადამიანების შეხვედრის სივრცის მნიშვნელობა და საზოგადოებას შესაძლებლობა მისცა, ერთ გარემოში გაეზიარებინა ლიტერატურისა და მუსიკის ემოციები.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

კულტურა

გორში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ ფატი ფულარიანის ვარსკვლავის გახსნითა და გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის საპრემიერო სპექტაკლით „ძუნწი“ დაიხურა

ფატი ფულარიანი 33 წლის განმავლობაში გორის თეატრში მოღვაწეობდა და 113 როლი განასახიერა. მსახიობს საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ, გიორგი გეგეჭკორმა, ვერიკო…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

ქარელის კულტურის სახლში სპექტაკლ „დიდროს“ პრემიერა გაიმართა

ქარელის კულტურის სახლში ნოდარ დუმბაძის ნოველის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის  „დიდროს“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი რეჟისორ ლერი როინიშვილის დადგმით ქარელის კულტურის ცენტრთან…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

კასპში ახალგაზრდული თეატრის სპექტაკლის „გიორგი მაზნიაშვილი“ პრემიერა გაიმართა

კასპში, ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრთან არსებულმა ახალგაზრდულმა თეატრმა „ფარდის მიღმა“ სპექტაკლის „გიორგი მაზნიაშვილი“ პრემიერა გამართა. სპექტაკლს კასპის მუნიციპალიტეტის მერი…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.