ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
შაბათი, 5 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროცესშია სოფელ ხვითიდან სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზა, სადაც სანიაღვრე არხების რკინა-ბეტონის კიუვეტებით მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში 1 558 გრძივ მეტრ გზაზე და ეზოში შესასვლელებზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.

საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჩიტიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზა ადგილობრივი მოსახლეობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსარგებლეებისთვის უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

დღის სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი ჯივინოსტატი საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი ჯივინოსტატი საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განცხადება დღეს გააკეთა.…

tvmonitoringi · 2 წთ
კულტურა

გორის სამხატვრო სკოლაში ახალ სასწავლო წელს 150-მდე მოსწავლე შეუდგა

გორის ა. ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში 2026–2027 სასწავლო წლისთვის 150-მდე მოსწავლე ჩაირიცხა. ახალი სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

კასპში საჯარო სკოლების ეზოების შემოღობვის სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ კასპში №2 და №3 საჯარო სკოლების ეზოების შემოღობვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ორივე საჯარო სკოლის ტერიტორია შემოიღობება, რაც…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.