ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში 120 გრძივი მეტრი ანაკრები რკინა-ბეტონის სარწყავ-სანიაღვრე არხი, ჩამკეტები და ეზოებში შესასვლელებზე რკინა-ბეტონის ცხაურები მოეწყობა. მიერთებებზე კი მეტალის მილები განთავსდება.
ამ ეტაპზე გრუნტის დამუშავება დასრულებულია და რკინა-ბეტონის ღარების მოწყობა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს შპს „ვეფხო +“ ასრულებს.