კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება.
კასპსა და იაპონიის ქალაქ ჰინოს შორის დამეგობრების შემდეგ, ვახტანგ მაისურაძე დელეგაციასთან ერთად საქართველოსა და იაპონიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, იჩირო აიასავას, იაპონიის პარლამენტში შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
კასპისა და ჰინოს თანამშრომლობა მუნიციპალიტეტებს შორის კავშირების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას ისახავს მიზნად.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გიორგი დარბიაშვილი და საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა.