ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
კულტურა

ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი კლარა გელაშვილი ათენში ქართული კულტურის ფესტივალს დაესწრო

ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი, მწერალი და ქართული ფილოლოგიის დოქტორი კლარა გელაშვილი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, შავი ზღვის ქვეყნების ეროვნული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

2026 წლის 4 სექტემბერს, ფესტივალის ფარგლებში, ათენში ქართული დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქში არსებული ქართული კულტურული კერების მონახულება და მათი ხელმძღვანელებთან, როგორც ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, თანამშრომლობის საკითხების განხილვა იყო.

კლარა გელაშვილი „ათენის ქართული სახლის“ ხელმძღვანელ დარეჯან ღამბაშიძესა და „ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის“ ხელმძღვანელ ნანა თევდორაძეს შეხვდა. შეხვედრების ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა, დაისახა სამომავლო გეგმები და გამოიკვეთა ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ათენში მცხოვრები ქართველებისთვის სამშობლოსთან კულტურული კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებასა და განათლებისა და კულტურის სახლ „კავკასიას“ შორისაც. ვიზიტის ფარგლებში კლარა გელაშვილი „კავკასიის“ დამაარსებელს, ავთანდილ მიქაბერიძეს, შეხვდა.

განსაკუთრებული ემოციით წარიმართა ქართული საკვირაო სკოლისა და იმ სივრცეების მონახულება, სადაც უცხოეთში ქართული ენა, კულტურა და ეროვნული თვითმყოფადობა ინარჩუნებს სიცოცხლეს.

ვიზიტის ფარგლებში, „ანა დე მარია კალუტას“ სახელობის თეატრში, შავი ზღვის ქვეყნების ეროვნული ფოლკლორის საზეიმო კონცერტიც გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეებმა საკუთარი ქვეყნების კულტურა და ფოლკლორი წარმოადგინეს.

ფესტივალში მონაწილეობისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის კლარა გელაშვილს დასკვნით ნაწილში სპეციალური პრიზები გადაეცა.

ათენში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები და გაფორმებული მემორანდუმები ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებასა და საბერძნეთში მოქმედ ქართულ კულტურულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო კულტურული პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

 

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

კულტურა

ხაშურის მუნიციპალურმა ანსამბლმა „ფრესკამ“ საბერძნეთში, სალონიკში, სოლო კონცერტი გამართა

ხაშურის მუნიციპალურმა ანსამბლმა „ფრესკამ“, ქორეოგრაფისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, ელენე რატიანის ხელმძღვანელობით, საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში, არისტოტელეს თეატრში სოლო კონცერტი გამართა. კონცერტზე…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

გორის სამხატვრო სკოლაში ახალ სასწავლო წელს 150-მდე მოსწავლე შეუდგა

გორის ა. ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში 2026–2027 სასწავლო წლისთვის 150-მდე მოსწავლე ჩაირიცხა. ახალი სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

ნონა გულიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა ხაშურის ბიბლიოთეკაში

ბიბლიოთეკაში პიანისტისა და მწერლის, ნონა გულიაშვილის, შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელიც მუსიკისა და ლიტერატურის ჰარმონიული შერწყმით წარიმართა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.