,,ხაშურს პატრონი არ ყავს? მე კარგი არვარ ხაშურელი და თავს უშველე... გამოვიქეცი. ვინც მანდ ცხოვრობს ცოდონი არ არიან? ხალხო გამაყუჩებელი არ გაქვთ, ექიმი დროულად არ გაკითხავთ... რა განუკითხაობა რა არის“ - ხაშურის სამედიცინო პერსონალის მომსახურებით უკმაყოფილო მოქალაქე პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს



,,ხაშურს პატრონი არ ყავს? მე კარგი არვარ ხაშურელი და თავს უშველე... გამოვიქეცი. ვინც მანდ ცხოვრობს ცოდონი არ არიან? ხალხო გამაყუჩებელი არ გაქვთ, ექიმი დროულად არ გაკითხავთ... რა განუკითხაობა რა არის“ - ხაშურის სამედიცინო პერსონალის მომსახურებით უკმაყოფილო მოქალაქე პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს

ხაშურში სამედიცინო პერსონალის მომსახურებით უკმაყოფილო, ნათია არხოშაშვილმა, პოსტი სოციალურ ქსელში განათავსა. იგი ყვება, რომ 11 აგვისტოს სტუმრად ხაშურში იმყოფებოდა, რა დროსაც ფეხი დაიზიანა. როგრც იგი ამბობს, მისთვის ორ ადგილას მოტეხილი ფეხის მკურნალობა და გაუსაძლისი ტკივილის გაყუჩება ხაშურის სამედიცინო დაწესებულების პერსონალმა, ვერ შეძლო.

,,არ შემიძლია რომ არ დავწერო. გუშინ წინ 11 აგვისტოს ვიყავი სტუმრად ხაშურში (ნეტა სულ არ ჩავსულიყავი თუ ეს მელოდა) თიბისი ბანკთან ბანკომატიდან ფული გამოვიტანე რომ ჩამოვდიოდი ფეხი ამიცურდა და ჩამოვარდი, ვიტკინე ფეხი. ავტეხე წივილ-კივილი. დამეხვნენ იქვე ვინც იყოოო, (მადლობა მათ ყველას) გამოიძახეს სასწრაფო მოვიდა დიდი ლოდინის შემდეგ ფეხს ვერ ვამოძრავებ. ადექიო და წამოგყვევიო მეუბნება სასწრაფოს ექიმი. მე ვუთხარი ვერ ვინძრევი იმიტომ დაგიძახეთ... ნუ რომ აღარ გავაგრძელო როგორც იქნა ხალხის ყვირილის მერე გადმოიღეს ფიცარი დამაწვინეს.

ამის შემდეგ გადამიყვანეს სავადმყოფოში,,, მტკივა ფეხი,,, ჩემი ტირილი ღმერთს ესმის... 11 საათი იქნებოდა. დაელოდეთ მოვა ექიმიო. ამ დროს დაწესებულებაში  ექიმი არ არისო და  უნდა დაურეკოთო... მოვიდა ერთი საათის ლოდინის მერე და თქვა, ამ გოგოს გამაყუჩებელი მაინც გაუკეთეთ არ გეცოდებათ მაინცო? გამიკეთეს ანალგინი, დიმედროლი. ფეხი არ მიყუჩდებოდა. ვტიროდი... რამე ძლიერი გამიკეთეთ ხალხო არ გეცოდებით მეთქი. მიპასუხეს რაც გვქონდა გაგიკეთეთო. შემიყვანეს გადამიღეს ფეხზე სურათი. საოპერაციო არისო ექიმი მეუბნება. მე ვუთხარი რედგენის სურათი მაჩვენე მეთქი, მიპასუხეს  ვერ გაჩვენებთ თუ გინდა მოდი ტელეფონით გადაიღეო... აქ უკვე გადამეკეტა ვიყვირე გამიშვით თბილისში ჩავალ მივხედავ თავსთქო. დამიფიქსირეთ უბრალოდ ფეხი მეთქი... თაბაშირი დამადო გამომიშვა.

ჩამოვედი თბილისის ქართულ ჰოლანდიურ სავადმყოფოში ხალხო თაბაშირი არასწორად მქონდა დადებული. გადამიღეს და ფეხი ორგან მაქვს მოტეხილი. ორივე წვივი გამიკეთეს გადაუდებელი ოპერაცია... მადლობა მთელ მედპერსონალს...

ხალხო ამით იმის თქმა მინდა, რომ ხაშურს პატრონი არ ყავს? მე კარგი არ ვარ ხაშურელი და თავს უშველე. გამოვიქეცი. ვინც მანდ ცხოვრობს ცოდო არ არის? ხალხო გამაყუჩებელი არ გაქვთ... ექიმი არ არის თავის დროზე... რა განუკითხაობა, რა არის ეს.“ - წერს ნათია არხოშაშვილი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ