ეუთოს მისიის ახალი ხელმძღვანელი ერგნეთში 2008 წელს დაკარგული ახალგაზრდების ოჯახს შეხვდა



ეუთოს მისიის ახალი ხელმძღვანელი ერგნეთში 2008 წელს დაკარგული ახალგაზრდების ოჯახს შეხვდა

ეუთოს მისიის ახალი ხელმძღვანელი, ვიორელ მოსანუ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ერგნეთში 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგული ოსი ახალგაზრდების მშობლებს შეხვდნენ.

3 ცხინვალელი ახალგაზრდა: ხუგაევი, ხაჩიროვი და პლიევი უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიიჩნევიან. მათ მოძებნას ოსური მხარე მე-14 წელია ითხოვს. საქმეს საქართველოს პროკურატურაც აწარმოებდა, თუმცა დაკარგულთა კვალს მათ ამ დრომდე ვერ მიაგნეს.

„ეს იყო შეხვედრა ჰუმანიტარული მიზნით, სამ დაკარგულ ადამიანთან დაკავშირებით. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. შეხვედრა იყო კონფიდენციალური და ჰქონდა ერთადერთი - ჰუმანიტარული მიზანი.“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმდჯომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ