ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აჭარას ეწვევა



ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აჭარას ეწვევა

კარლ ჰარცელი აჭარას ეწვევა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს მოინახულებს.

​ვიზიტის ფარგლებში ელჩი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებს გაეცნობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძესა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება.

ღია მმართველობის პრინციპების განვითარების მიზნით, ელჩი ჰარცელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და მათს მოსაზრებებს მოისმენს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ