გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება, ესეების კონკურსს აცხადებს
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება, მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე:
• რა გავლენა იქონია პანდემიამ ჩემს უფლებებზე
• მე ვირჩევ თანასწორობას
• მრავალფეროვანი და ტოლერანტული გარემო
• მე ვირჩევ არაძალადობრივ გარემოს
• მე მაქვს განათლების უფლება
• რატომ ვირჩევ ჯანსაღი ცხოვრების წესს ?
• რას მაძლევს წიგნიერება
კონკურსის მონაწილემ აღნიშნული თემატიკიდან უნდა წარმოადგინოს ერთი ესე.
ესე უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე, ქართული შრიფტით Sylfaen, MS Word-ის ფორმატში, შესაძლებელია ნაშრომი წარმოდგენილი იყოს ხელნაწერის სახითაც.
ესეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან. ესეს ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, კლასი, სკოლის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია;
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII კლასები) მოსწავლეები.
შეფასების კრიტერიუმები:
თემასთან შესაბამისობა;
თხრობის, აზრის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარები;
გრამატიკულად და შინაარსობლივად გამართული ტექსტი;
საკონკურსო კომისია სამ გამარჯვებულს გამოავლენს 20 ნომბერს, მსოფლიო ბავშვთა დღეს. გამარჯვებულებს გადაეცემათ წიგნების მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის“ ვაუჩერები.
I ადგილზე გასული გამარჯვებული - 200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.
II ადგილზე გასული გამარჯვებული - 150 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.
III ადგილზე გასული გამარჯვებული - 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.
გამოვლინდება ესეების საუკეთესო ათეული, რომელიც შემდგომ გამოიცემა კრებულის სახით, აგრეთვე ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი.
ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 29 ოქტომბრი 18:00 საათი. დაგვიანებით მიღებული ესეები არ განიხილება. საკონკურსო ნაშრომების წარმოდგენა შესაძლებელია გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდეგ მისამართზე: გრიგოლ ფერაძის N5.
აგრეთვე ელექტრონულ მისამართზე info@gori.gov.ge. სათაურის ველში მიუთითეთ „ესეების კონკურსი მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით“.