გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედლით დაასრულა მსოფლიოს ჩემპიონატი



გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედლით დაასრულა მსოფლიოს ჩემპიონატი

 პირველი ვერცხლის მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე. 
 ვერცხლის მედლით დაასრულა გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც ოსლოში (ნორვეგია) მიმდინარეობს.  ჩვენმა ფალავანმა, ფინალში ირანელ ზარეს ვერ აჯობა.
საგულისხმოა, რომ ეს ირანელი მოჭიდავე გენოს წლევანდელ წელს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჰყავდა დამარცხებული. 
შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია და ამ მონაგარს ახლა მან ვერცხლიც შემატა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ