გორის ,,დილა" სლოვაკურ ,,ჟილინას" გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე დაუპირისპირდება



გორის ,,დილა"  სლოვაკურ ,,ჟილინას" გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე დაუპირისპირდება

დილა კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში სლოვაკურ ჟილინას უმასპინძლებს. მატჩზე დასასწრები ბილეთის გაყიდვა ონლაინ ფორმატში 13 ივლისის საღამოს 19:00 საათიდან TKT.GE -ზე დაიწყო და მატჩის დაწყებამდე გაგრძელდება. მატჩის დღეს კი ბილეთები გარკვეული რაოდენობით თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის წინ არსებულ სალაროებშიც გაიყიდება. აღნიშნული პროცესი 15 ივლისის დილის 10:00 საათიდან დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 ლარს შეადგენს. მატჩი 15 ივლისს 21:00 საათზე დაიწყება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ