მეჯვრისხევისა და გორის მე-7 საჯარო სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა. არსებული ინფორმაციით, COVID-19-ით სამი მოსწავლე დაინფიცირდა. ამასთან, კორონავირუსი გეგმიური ტესტირებისას დაუდასტურდა, გორის მე-7 საჯარო სკოლის პედაგოგს. რესურსცენტრის დირექტორის ინფორმაციით, აღნიშნული სკოლის ერთი კლასი დისტანციურ სწავლებაზე უკვე გადავიდა. პედაგოგი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ვაქცინირებული არ არის. სასწავლო პროცესი სკოლებში 4-ოქტომბრიდან განახლდა.