გარდაცვლილი 17 ორსულიდან არცერთი იყო აცრილი – NCDC



გარდაცვლილი 17 ორსულიდან არცერთი იყო აცრილი – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, "სრულად ვაქცინირებულ ორსულებში COVID-19-ით ინფიცირება ძალიან დაბალია".

პანდემიის დაწყების დღიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა სულ 7 338 ორსულს.

"COVID-19-ით ინფიცირებული ორსულების საერთო რაოდენობიდან ლეტალური გამოსავალი აღირიცხა 17 შემთხვევაში,

მათ შორის არც ერთი არ იყო ვაქცინირებული" - ნათქვამია ანგარიშში.

NCDC-ის ინფორმაციით, ასაკის მატებასთან ერთად ორსულებში იზრდება ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი.

კერძოდ, 19-24 წლის ორსულების მხოლოდ 8.2%-ია აცრილი სულ მცირე ერთი დოზით, 25-29 წლის - 16.5%, 30-34 წლის -17.8%,

35-39 წლის - 19.8%, 40-44 წლის - 21.6%, ხოლო 45 წელს ზემოთ ორსულების 22.1%-ია სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებული.

საქართველოში ორსულებს კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა ფაიზერის ვაქცინით შეუძლიათ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ