მოსწავლეების ინფიცირების გამო, კარათეთის პირელი საჯარო სკოლა დაიხურა - 10 სკოლის 11 კლასი დისტანციუ რეჟიმზეა



მოსწავლეების ინფიცირების გამო, კარათეთის პირელი საჯარო სკოლა დაიხურა - 10 სკოლის 11 კლასი დისტანციუ რეჟიმზეა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარათეთის პირელი საჯარო სკოლა დაიხურა - მოსწავლეებლები სწავლას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ. სკოლაში სწავლის შეწყვეტის მიზეზი კორონავირუსით მოსწავლეების ინფიცირება გახდა. სკოლის დახურვის რეკომენდაცია კი ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა. როგორც ცნობილია აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 4 კლასის დაუდგენელი რაოდენობის მოსწავლეები არიან ინფიცირებულები. დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა გორის პირველ საჯარო სკოლაშიც, აქ ვირუსით 4 მოსწავლეა ინფიცირებული, შესაბამისად ამავე რაოდენობის კლასს სწავლის გაგრძელება ონლაინ რეჟიმში უწევს. გორის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19 10 სკოლის 11 კლასის მოსწავლეები არიან ინფიცირებულები, მათ რაოდენობას კი არ ასაჯაროებენ.  

ასევე შეგიძლიათ იხილოთ