გორში მოკლული ბრიტანელი ტურისტის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს
28 წლის ბრიტანელი მუსიკოსის მკვლელობაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გორის რაიონული სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. არსებული ინფორმაციით, ბოლოს ტურისტი გორში გაჩერდა, სადაც ის 7 ოქტომბერს გაძარცვეს და სასტიკად ნაცემი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდეს. ცხედარი მდინარემ მეორე დღეს, სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა. დანაშაულის ბრალდებით სამართალდამცველებმა 5 პირია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი. ნაქურდალ ნივთებს სამართალდამცველებმა ლომბარდში მიაგნეს. ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებენ. პროკურატურამ ბრალი მათ გუშინ, 11 ოქტომბერს წარუდგინა. მათგან ოთხს გამოძიება განზარხ მკვლელობას, ხოლო ერთს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება.