დღეიდან ატესტატების გაცემა დაიწყო
ატესტატების გაცემა დღეიდან დაიწყო. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის აღებას ახალგაზრდები განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს, უფასოდ მიიღებენ. მისი დაჩქარებული წესით აღების სურვილის შემთხვევაში კი გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ.
პროცესი კიდევ უფრო მარტივია აბიტურიენტებისთვის - მათ წინასწარი განაცხადის გაკეთება არ დასჭირდებათ.
ატესტატის აღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში. შესაძლებელია დოკუმენტის ფოსტით მიღება და ელექტრონული ვარიანტის ჩამოტვირთვაც.