რა შემთხვევაში დაიხურება სკოლები - ამირან გამყრელიძე განმარტავს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ერუვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მასწავლებლებს ვაქცინაციისკენ ამჯერად შიდა ქართლიდან კიდევ მოუწოდა. ის სკოლებში არსებულ ეპიდვითარებას გამოეხმაურა და განავხადა, რომ ყველა მასწავლებელი თუ იქნება აცრილი, სწავლის შეწყვეტის საჭიროება აღარ იარსებებს. გამყრელიძემ იმუნიზაციის პროცესში ჩასართავად მოსწავლეების მშობლებს და ბაღების აღმზრდელებსაც მოუწოდა.
,,ჯერ სკოლების დაკეტვაზე არ არის საუბარი, რა თქმა უნდა თუ მასობრივად არ არის რომელიმე სკოლაში ინფექცია. თუ შარშან ერთ-ორ შემთხვევაზე სკოლა იკეტებოდა, ახლა არის მხოლოდ კლასის იზოლირება. მხოლოდ კლასი გადადის შემდგომ დისტანციური სწავლების რეჟიმზე. ამიტომ მოვუწოდებ სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეების მშობლებსა და ბაღის აღმზრდელებს აიცრან“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ
ამირან გამყრელიძე შიდა ქართლში ჯანდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა.