8 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა
რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის აღმოჩენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისისა და რეგიონების სარეალიზაციო ობიექტებიდან სხვადასხვა დასახელების რძის პროდუქტების ნიმუშები აიღეს და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 96 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგად მცენარეული ცხიმის შემცველობა გამოვლინდა სულგუნის, იმერული ყველის, ქარხნული ყველის, არაჟნის, ხაჭოს, მაწვნის 8 ნიმუშში:
ი.მ (ბოლნისი, სოფ. რატევანი) - სულგუნი (დამზადების თარიღი: 14/07/2021; ვარგისიანობის ვადა - 15 დღე);
ი.მ (ბოლნისი, სოფ. რატევანი) - სულგუნი (დამზადების თარიღი: 13/07/2021; ვარგისიანობის ვადა - 7 დღე);
შპს „წიფორა“ (ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფ. ურაველი), ს/კ 424066003 - ყველი ქარხნული (დამზადების თარიღი: 02/06/2021; ვარგისიანობის ვადა - 31/07/2021წ);
რკ ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „დისველი“, ს/კ 425359444 - ყველი „იმერული“ (დამზადების თარიღი: 13/07/2021; ვარგისიანობის ვადა - 14 დღე);
დისტრიბუტორი შპს "დავითი" (ქ.ბათუმი, ტაბიძის ქ. N 56) - კარაქი უმაღლესი ხარისხის, ცხიმის მასური წილი 82 % (დამზადების თარიღი 25/11/2020; ვარგისიანობის ვადა 12 თვე);
შპს.„რესპუბლიკა“ (თბილისი, ახვლედიანის ქ.;#26ა), ს/კ 406205592 - ხაჭო 9% (დამზადების თარიღი 17/05/2021; ვარგისიანობის ვადა - 29.05.2021);
შპს.„რესპუბლიკა“ (თბილისი, ახვლედიანის ქ. #26ა), ს/კ 406205592 - არაჟანი „რანინა“ 20% (დამზადების თარიღი:16/05/2021; ვარგისიანობის ვადა - 30.05.2021);
შპს ,,ფუდ ლაინ +“ (თბილისი, ქსნის ქუჩა №35) ს/კ 400255870 - „ბებოს მაწონი“, დამზადების თარიღი: 05/06/2021; ვარგისიანობის ვადა 9 დღე).
(დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ცხრილში - https://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/709).
ბიზნესოპერატორების მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ისინი დაჯარიმდნენ და სურსათის რეალიზაციიდან ამოღება დაევალათ.
რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც ძალაში 2015 წლის აგვისტოდან შევიდა, დაუშვებელია, რძის ნაწარმი (მაწონი, არაჟანი, ხაჭო, ყველი, კარაქი და ა.შ) მცენარეულ ცხიმს ან სხვა ნარევ ცხიმებს შეიცავდეს.