ახალი დიზაინის კაბინები საარჩევნო უბნებზე - ქარელსა და ხაშურში არჩევნების მეორე ტური იმართება



ახალი დიზაინის კაბინები საარჩევნო უბნებზე - ქარელსა და ხაშურში არჩევნების მეორე ტური იმართება

ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ყველა საარჩევნო უბანზე დღეს ამომრჩეველი ხმის მიცემას ახალი დიზაინის კაბინაში შეძლებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კაბინები წინა მხრიდან ისეა ამოჭრილი, რომ უზრუნველყოფილი იყოს

ხმის მიცემის პროცესის ფარულობა. მათივე ცნობით, ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად

აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.

არჩევნების პირველ ტურში, 2 ოქტომბერს რემოდელირებული კაბინები მხოლოდ თბილისში იყო გამოყენებული,

რის შემდეგაც, ცესკო-მ ახალი დიზაინის კაბინების ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ