ან გაანძრევთ ხელს და შეცვლით რეალობას, ან დარჩებით ივანიშვილის მონებად - ზურაბ ჯაფარიძე
რას ელოდებით? რატომ არ გამოდიხართ გარეთ? ამჯერად რა გიშლით ხელს? ნაცებთან არ დგებით? აქციის ფორმა არ მოგწონთ? დემონსტრანტები არ მოგწონთ? ‘ლიდერები’ არ მოგწონთ? ყველა გამომსვლელის ყველა სიტყვა ვერ ჯდება თქვენს გემოვნებაში? გცივათ? გეზარებათ? გეშინიათ? რა უნდა მოხდეს კიდევ რომ გაინძრეთ? რისი იმედი გაქვთ? ვისი იმედი გაქვთ? ვერავინ გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს. არჩევანის უფლება წაგართვეს, გიყურებენ და გექცევიან როგორც უკანასკნელ სი*ს. ეს ქვეყანა ვერ დალაგდება წესიერი რიგგარეშე არჩევნების გარეშე. ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი თავი გაქვთ. ან გაანძრევთ ამათ და შეცვლით რეალობას, ან დარჩებით ივანიშვილის მონებად, რომლებმაც ბრძოლას არჩიეს ხაინდრავას, უცნობის და ამაშუკელის მოჯ***ში წოლა. ეგ არჩევანი გაქვთ მხოლოდ. - წერს "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე.