ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს ორ დღეში საკარანტინო ვადებს განაახლებს



ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს ორ დღეში საკარანტინო ვადებს განაახლებს

საკარანტინე ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია „ომიკრონის“ მიმდინარეობის განსხვავებულ ფორმასთან და იმასთან, რომ ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

„ჩვენ მივყვებით ევროპის და ამერიკის CDC-ის პროტოკოლებს საკარანტინო ვადებთან მიმართებაში. მიმდინარეობს სამინისტროს შიდა კონსულტაციები, განხილვები დაწყებულია. განახლებული ვადები კარანტინთან მიმართებით დღეს-ხვალ ჩამოყალიბდება. საკარანტინე ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია „ომიკრონის“ მიმდინარეობის განსხვავებულ ფორმასთან და იმასთან, რომ ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში. გამომდინარე იქიდან, თუ პირი არის უსიმპტომო, მისთვის იზოლაციაში ყოფნა საკმარისია 8 დღის განმავლობაში, სიმპტომების შემთხვევაში რეკომენდებულია 10 დღე, თუ საჭიროა, შესაძლოა მეტი დროც. კონტაქტების შემთხვევაშიც რეჟიმი არის შედარებით შემსუბუქებული. ამდენად ჩვენ ყველა ამ რეკომენდაციას გავივლით და შევჯერდებით ოპტიმალურ რეჟიმზე, რომ კიდევ ზედმეტი დატვირთვა არ დარჩეს როგორც იზოლირებული კონტაქტში მყოფი პირისთვის, ან ინფიცირებული პირისთვის, არასაჭირო იზოლაციასთან დაკავშირებით და ასევე, განიტვირთოს სისტემაც ზედმეტი ზეწოლისგან. დღეს-ხვალ, ეს საკითხები მოგვარდება“, - აღნიშნა გაბუნიამ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ