ნუგზარ ნონიაშვილი დააკაავეს
ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც “ნაციონალური მოძრაობისა” და მათი აქტივისტების აქცია მიმდინარეობს, ხმაურია.
ამ დროისთვის დაკავებულია 7 პირი. მათ შორის არიან, ზვიად კუპრავა, ბადრი შუბლაძე და ნუგზარ ნონიაშვილი.
დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს არ დაეკავებინათ გზის სავალი ნაწილი.
ცნობისთვის, აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის
ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას, ვინაიდან მათი თქმით, სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელის დავალებით ხდება მოქალაქეების უკანონო მიყურადება.