საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 11 ათასს გადააჭარბა



საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 11 ათასს გადააჭარბა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში

კორონავირუსით 82 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ვირუსს 11 057 პაციენტი ემსხვერპლა.ამ დროისთვის ქვეყანაში

კორონავირუსის 785 911 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 722 399 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება

2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.

3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ