საქართველო კიდევ ერთი ოქროს მედლის მოლოდინში - გენო პეტრიაშვილი ამერიკელ მოჭიდავეს დღეს დაუპირისპირდება



საქართველო კიდევ ერთი ოქროს მედლის მოლოდინში - გენო პეტრიაშვილი ამერიკელ მოჭიდავეს დღეს დაუპირისპირდება

საქართველო კიდევ ერთი ოქროს მედლის მოლოდინშია. გენო პეტრიაშვილის გადამწყვეტი შეხვედრა ტოკიოში დღეს გაიმართება, ქართველი სპორტსმენი 125 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში 21 წლის ამერიკელ გეიბლ სტევსონს დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება.

გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში ირანელი მეტოქე 6-3 დაამარცხა. ნახევარფინალამდე მან ასევე დაამარცხა ჩინელი და ეგვიპტელი სპორტსმენი.

სამწუხაროდ დღეს 95 კილოგრამ კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძე მოქმედ მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა, ამიტომ ის ხვალ დილიდან ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად გააგრძელებს ბრძოლას.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ