მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება



მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება - დღეს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე,

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, 2022 წლის 25 აპრილიდან 

რეალურ პირობებში მართვის მოწმობის ჩაბარება სავალდებულო გახდება.

2022 წლის 25 აპრილიდან გახდება სავალდებულო რეალურ პირობებში მართვის მოწმობის ჩაბარება,

ეს ეხება პირველ ეტაპზე “B” და “BE” ეკატეგორიის ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ

მოძრაობაში გამოცდის ჩაბარევა სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ხოლო რაც შეეხება მოპედებს, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება 2022 წლის 28 მარტიდან და 

აუცილებელი იქნება მართვის მოწმობის ქონა, მანამდე კი პროცესს ნებაყოფლობითი ხასიათი ექნება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის მართვის მოწმობისთვის გამოცდის ჩაბარება ერთეტაპიანია და

სპეციალურად მოწყობილ მოედნებზე მიმდინარეობს. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ