კოვიდ სტატისტიკა გაურესდა - გაიზარდა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი



კოვიდ სტატისტიკა გაურესდა - გაიზარდა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 828 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 619 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 209 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 228 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 626 058-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.61%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 711 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 596 380.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 162 პირი ემსხვერპლა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ