ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

BOG


ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ლენტური ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვლენილია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიჯნისში. სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია 26 ერთეული წიფლის სახეობის დაუფირნიშენებელი მრგვალი მორი.

,,ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.“ - წერია  გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ