ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა
ხაშურში ავტომობილი ქვეითად მოსიარულე შშმ პირს დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად მოხუცი ქლბატონი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ხაშურის მკვიდრი ვენერა ღონღაძეა.
ინფორმაციისთვის გარდაცვლილმა ქალმა იმავე დღეს საკუთარი შვილის ცხედარი სახლში იპოვა. ასევე შშმ პირს მურთაზ მაჩხაშვილს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფოს და სამართალდამცავების ეკიპაჟები. ორივე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.