ქალთა საკითხებზე მომუშავე რეგიონული ორგანიზაციებისთვის ონლაინ სემინარი ტარდება



ქალთა საკითხებზე მომუშავე რეგიონული ორგანიზაციებისთვის ონლაინ სემინარი ტარდება

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სემინარში

მონაწილეობის მისაღებად იწვევს ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ

საქართველოს რეგიონებში და კარგად იცნობენ ადგილობრივი თემისა და სოფლად მცხოვრები ქალების

პრობლემებსა და საჭიროებებს. სემინარი მიზნად ისახავს გააძლიეროს რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო

ორგანიზაციების ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები, გამოიყენონ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის

(UPR) და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტისთვის (CEDAW) წარსადგენი

ანგარიშგების მექანიზმები. სემინარში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ

ბმულზე: 👉https://cutt.ly/KTDuFIG . მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ბმული უნდა შეავსონ

2021 წლის 13 დეკემბრამდე. სემინარი გაიმართება ონლაინ რეჟიმში და მასში მონაწილეობა უფასოა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ