კახეთში, საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს - ერთი ხელყუმბარა აფეთქდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს. შემთხვევა, გამთენიისას მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ორიდან ერთი ხელყუმბარა აფეთქდა და ეზოში მდგომი ავტომანქანა დააზიანა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, რომელიც მომხდარის მიზეზებს ადგენენ.