კასპის ახალი მოწვევის საკრებულოს შოთა ბეგლარაშვილი უხელმძღვანელებს - მის თავმჯდომარედ არჩევას მხარი 20 წევრმა დაუჭირა
ოპოზიციამ არც კასპის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში მიიღო მონაწილეობა.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია ,,საქართველოსთვის “ წარმომადგენლები კენჭისყრაში არ ჩაერთვნენ.
საკრებულოს თავმჯდომარედ კი ,,ქართული ოცნების“ 20 წევრმა შოთა ბეგლარაშვილი აირჩია.
სამი მოადგილე ეყოლება ბეგლარაშვილს. ამ პოზიციაზე თამაზ ტატანაშვილი , გიორგი მჭედლიშვილი და თეა გულიკაშვილი აირჩიეს.