ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით იანვრიდან პენსია იზრდება
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარი,
ხოლო 70 წელს და მეტი ასაკის პირებისთვის 300 ლარი იქნება. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
გარდა ამისა, მაღალმთაიან დასახლებაში 70 წლამდე პირების პენსია 312 ლარი იქნება, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის 360 ლარი.
გაიზრდება ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვირური 22 და 44 ლარიანი დახმარება, რომელიც 100 ლარი გახდება.