საქართველოში 1704-მა კომპანიამ ოპერირება სრულად შეწყვიტა
2020 წლის 1-ლი მარტიდან დღემდე საქართველოში 1 704-მა კომპანიამ ოპერირება სრულად შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია "ბიამ" განაცხადა.
„2020 წლის მარტი, აპრილი, მაისის მაჩვენებლების მიხედვით, თითოეულ თვეში კომპანიების სრულად შეჩერების საშუალო მაჩვენებელი იყო თვეში 108 კომპანია; ხოლო საქმიანობის დროებით შეჩერებას აფიქსირებდა თვეში საშუალოდ 233 კომპანია.
2021 წლის მარტი, აპრილის მაჩვენებლების დინამიკის მიხედვით, ერთ თვეში კომპანიების სრულად შეჩერების საშუალო მაჩვენებელი არის თვეში 124 კომპანია; ხოლო საქმიანობის დროებით შეჩერებას აფიქსირებდა თვეში საშუალოდ 562 კომპანია.
ვხედავთ, რომ სრულად შეჩერების დინამიკაში ცვლილება თითქმის უმნიშვნელოა, რაც სასახიარულოა თავისთავად, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით კომპანიების დროებით შეჩერების შესახებ, რიცხვებიდან გამომდინარეც ნათლად ჩანს, რომ კომპანიების დროებით შეჩერების ტენდენცია გაორმაგებულია. თუკი პანდემიის პირველმა ტალღამ გამოწვია 700-მდე კომპანიის დროებით შეჩერება, ამჟამად, აპრილი თვის მაჩვენებლით უკვე 1125 კომპანია არის დროებით შეჩერებული და ჯერ კიდევ პანდემიის მიმდინარე ეტაპზე ვართ, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ეს ციფრები კიდევ გაიზრდება გაზაფხულის ბოლომდე.
მათივე ინფორმაციით განსაკუთრებით მცირე ბიზნესი ზარალდება, რადგანაც გასულ წელსაც დროებით შეჩერებულ კომპანიებში 93% იყო მცირე ზომის კომპანია და ამჟამადაც არსებული მონაცემებით დროებით შეჩერებული კომპანიებიდან 98% არის მცირე ზომის კომპანიები