აზარტული ონლაინთამაშების რეკლამის აკრძალვა ტელევიზიებისთვის პირველი მარტიდან ამოქმედდება



აზარტული ონლაინთამაშების რეკლამის აკრძალვა ტელევიზიებისთვის პირველი მარტიდან ამოქმედდება

საპარლამენტო კომიტეტები აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტზე მეორე მოსმენით მსჯელობენ.

ცვლილებათა პაკეტი დაჩქარებული წესით განხილება. ასაკობრივი ცენზი, გაზრდილი გადასახადი და რეკლამირების აკრძალვა - ეს ინიციატივის ძირითადი მიმართულებებია. 

აზარტულ თამაშებზე შეზღუდვა ერთ მილიონამდე მოქალაქეზე გავრცელდება. როგორც ირაკლი ზარქუა აცხადებს გაითვალისწინეს

ტელევიზიების თხოვნა და აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვა მარტიდან შევა ძალაში.

"პირველი მოსმენის შემდეგ ტელევიზიების მხრიდან გამოითქვა, ვფიქრობ, სამართლიანი მოთხოვნა, რომ გადახედილიყო რეკლამების

განთავსების თვალსაზრისით ამოქმედების ვადა, იმიტომ, რომ უნდა გადაეწყოს ტელევიზიები ამ ახალ მოდელზე, ახალ

რეალობაზე და აქედან გამომდინარე, ვითვალისწინებთ. კარგია ეს, სწორი მიდგომაა და რეკლამების ნაწილში აკრძალვა

ტელევიზიებისთვის პირველი მარტიდან ამოქმედდება,"- აცხადებს ირაკლი ზარქუა. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ