გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაშავდა 6 პირი



გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაშავდა 6 პირი

გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 6 მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს. დაშავებულთაგან 4 არასრულწლოვანია.

,,გორმედის" კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის ინფორმაციით, ექვსივე პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგეგმება ერთ-ერთი დაშავებულის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ