გენო პეტრიაშვილმა საჩვენებელი ვარჯიში გამართა ეთა-ს იუნკერებთან



გენო პეტრიაშვილმა საჩვენებელი ვარჯიში გამართა ეთა-ს იუნკერებთან

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა თავისუფალი სტილით მოჭიდავე მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილი, რომელიც

ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის და ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია.

ტიტულოვანმა სპორტსმენმა საჩვენებელი ვარჯიში გამართა აკადემიის იუნკერებთან და მსმენელებთან ერთად. ჩემპიონმა ახალგაზრდებს

გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და წარმატებები უსურვა საბოლოო მიზნისკენ მიმავალ გზაზე. აღსანიშნავია, რომ ეროვნული თავდაცვის

აკადემიაში სრული დატვირთვით ფუნქციონირებს სხვადასხვა სპორტული სექცია, მათ შორის თავისუფალი ჭიდაობის და ძიუდოს

სექცია, რაც ხელს უწყობს იუნკერების და მსმენელების ფიზიკური მომზადების დონის ამაღლებას.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ