ხაშურელი სპორტსმენი ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი მეორედ გახდა



ხაშურელი სპორტსმენი ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი მეორედ გახდა

ხაშურელი სპორტსმენი ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი მეორედ გახდა.

ქვიშის ჭიდაობაში, 2021 წლის სეზონი საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დაგვირგვინდა. ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. დავით ხუციშვილი (80 კგ) კი ვერცხლის მედალს დაეუფლა. სეზონის უძლიერესი მოჭიდავეები მსოფლიო სერიის ოთხი ეტაპის საერთო შედეგებით გამოვლინდნენ.

სეზონის დასკვნით - მეოთხე ეტაპს გუშინ და დღეს, რუმინეთის ქალაქმა კონსტანტამ უმასპინძლა. შავი ზღვის სანაპიროზე, მედლები ტრადიციულად, ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა და საქართველოს ნაკრების წევრები ოთხივე წონაში პოდიუმზე ავიდნენ.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ