შიდა ქართლში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების კუთხით ყველაზე დიდი უკუსვლა დაფიქსირდა - IDFI
შიდა ქართლში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების კუთხით ყველაზე დიდი უკუსვლა დაფიქსირდა -
ამის შესახებ IDFI -ის საქართველოს მუნიციპალიტეტების ერთიანი ეროვნული 2021 წლის შეფასების ანგარიშში წერია.
,, მუნიციპალიტეტების საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების
საშუალო მაჩვენებელი 27%-ს შეადგენს, რაც მცირედით (2%-ით)
აღემატება 2019 წლის შეფასების ანალოგიურ მაჩვენებელს. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებელი მხო-
ლოდ 32-მა მუნიციპალიტეტმა გააუმჯობესა. რეგრესი დაფიქსირდა 30
მუნიციპალიტეტში. 23 მუნიციპალიტეტი ვერ სცდება ინფორმაციის პროაქტიული გამოქ ვეყ-
ნების 20%-იან ზღვარს, 50%-ს კი მხოლოდ 7-მა მუნიციპალიტეტმა გა-
დააჭარბა. ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ყველაზე მაღალი მაჩვენე-
ბელი - 81% - დაფიქსირდა (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი), რაც 20%-
ით აღემატება 2019 წლის შეფასების საუკეთესო მაჩვენებლს (61% - ქა-
ლაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი). ყველაზე დაბალი შედეგები (0%)
მიიღეს იმ მუნიციპალიტეტებმა, რომელთაც გათიშული ან საერთოდ არ
ჰქონდათ ვებგვერდი (ადიგენის, ასპინძის, ზესტაფონის და თერჯოლის
მუნიციპალიტეტები). წინა, 2019 წლის შეფასების დროს მსგავსი ვითარება
იყო მხოლოდ ასპინძის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ყველაზე მაღალი
გაუმჯობესება (55%-ით ზრდა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში და-
ფიქსირდა. ქვებლოკების მიხედვით, ინდექსის 2019 წლის შედეგებთან შედარებით,
ყველაზე მაღალი გაუმჯობესება დაფიქსირდა მუნიციპალიტეტების შეს-
ახებ ზოგადი დეტალების (ზრდა 8%-ით) და მუნიციპალური სერვისების
(ზრდა 5%-ით) შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების კუთხით. მაშინ
როცა, ყველაზე მეტად საკადრო უზრუნველყოფის (კლება 4%-ით), ასევე,
სამართლებრივი აქტებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების შეს ა-
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება
ინდექსის 2021 წლის შეფასების შედეგებით:18
ხებ (კლება 4%-ით) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი გა-
უარესდა. წინა შეფასების მსგავსად, ყველაზე ცუდი პრაქტიკა მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციული ხარჯების (8%) და წილობრივი მონაწილეობით და-
ფუძნებული ან მმართველობაში მყოფი იურიდიული პირების შესახებ
ინფორმაციის გამოუქვეყნებლობაა (12%). ადმინისტრაციული ხარჯების
ჯამური მონაცემები, როგორც წესი, ხელმისაწვდომია მხოლოდ ბი-
უჯეტის შესრულების ანგარიშებში, რაც ვერ პასუხობს ინფორმაციის
პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტს. საგულისხმოა, რომ ორივე
ქვებლოკის შეფასების შედეგებში, წინა შეფასებებთან შედარებით, მცი-
რედი პროგრესი (ზრდა 1%) შეინიშნება.
კრიტერიუმების მიხედვით, მუნიციპალიტეტებს კვლავ ყველაზე მაღალი
შედეგები გააჩნიათ მუნიციპალიტეტების შესახებ ზოგადი ინფორმაციის
გამოქვეყნების ქვებლოკში: თანამდებობის პირების შესახებ ინფორმა-
ცია (65%), საკონტაქტო ინფორმაცია (61%), მუნიციპალიტეტის ადმინის-
ტრაციული ერთეულებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მე რის
წარმომადგენლის შესახებ საკონტაქტო ინფორმაცია (59%), ორგანიზაცი-
ული სტრუქტურის და ფუნქციების აღწერა (57%). შეფასების შედეგებთან მიმართებით, მუნიციპალიტეტებმა ყველაზე მე-
ტად გააუმჯობესეს მუნიციპალიტეტების წლიური ანგარიშების, სტრა-
ტეგიებისა და მათი სამოქმედო გეგმების, ბიუჯეტის შესრულების ანგა-
რიშების, სანებართვო და ცალკეული მუნიციპალური სერვისების შესახებ
ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა, ხოლო ყველაზე მეტად
გააუარესეს მიმდინარე აუქციონების და ტენდერების, დასაქმებულ პირ-
თა და საკონტაქტო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტი განაგრძობს საკუთარ ვებგვერდზე ისეთი
ინფორმაციის გამოქვეყნებას, რომელიც პირველი 2017 წლის შეფასების
დროს არცერთი მუნიციპალიტეტის ორგანოს ვებგვერდზე იყო წარ მოდ-
გენილი. მაგალითად, საჯარო ინფორმაციის გაცემის რეესტრი, რეკლამის
განთავსებაზე გაწეული ხარჯები, წარმომადგენლობითი ხარჯები, მუნი-
19 ციპალიტეტის იურიდიული პირების წლიური საქმიანობის და ფინანსური
ანგარიში, სასამართლო გადაწყვეტილებები და სხვა. იმერეთი, შიდა ქართლი, აჭარა და მცხეთა-მთიანეთი გახლდათ ის
რეგიონები, სადაც მუნიციპალიტეტების საერთო პროაქტიული გამოქ-
ვეყნების მაჩვენებელი წინა მაჩვენებელთან შედარებით გაუარესდა.
ყველაზე დიდი უკუსვლა (-3%) შიდა ქართლში დაფიქსირდა. 26 მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს პროაქტიულად საერთოდ არ აწვდის
ინფორმაციას თუნდაც ერთი მუნიციპალური სერვისის შესახე“ - წერია ანგარიშში