ავარია გორში, წმინდაწყლის დასახლებაში
ავტოსაგზაო შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში. ,,ტვ მონიტორინგის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს მას შემდეგ შეეჯახა, რაც ავარია სხვა ავტომობილთან მოუვიდა.
,, დიდი სისწრაფით არ მივდიოდი. ჯერ სხვა მანქანამ გადმომიჭრა და იმას შევეჯახე, ამის შემდეგ კი ბორდიურს" - გვითხრა ავტომობილის მძღოლმა.
შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.