4 მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, მთავრობის დღევანდელ სხდომას მინისტრების მხოლოდ ნაწილი ესწრებოდა.
ინფექცია დაუდასტურდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს,
ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს.