მერობის კანდიდატი ვლადიმერ (ლადო ) ხინჩეგაშვილი საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა



მერობის კანდიდატი ვლადიმერ (ლადო ) ხინჩეგაშვილი საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ ს ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვლადიმერ (ლადო ) ხინჩეგაშვილი საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.


მერობის კანდიდატი ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ხუთ სოფელში ( მერეთი, კარბი, კოშკა, გუგუტიანთკარი , ზარდიაანთკარი) იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას, მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საოკუპაციო  ზოლთან არსებული სოფლების კულტურული და სპორტული ცხოვრების განვითარებაზე, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე  ისაუბრა. მერობის კანდიდატის განცხადებით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში , ერთ ერთი პრიორიტეტი სწორედ გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება.


გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის  წინასაარჩევნო კამპანიას საოკუპაციო ზოლთან, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და ქართული ოცნებიდან მერეთის, კოშკის , კარბის, გუგუტიანთკარისა და ზარდიაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა იმერლიშვილი  შეუერთდნენ.


„ოკუპაცია- ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გამოწვევაა. დღეს , სწორედ იმ ხალხს შევხვდი , რომლებიც ამ გამოწვევის წინაში ყველაზე ახლოს დგანან და მათ ყოველდღიურობას წარმოადგენს. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა საოკუპაციო ზოლთან ( მერეთი, კოშკა , კარბი, გუგუტიანთკარი, ზარდიანთკარი) მცხოვრებ მოსახლეობასთან საუბარი. ყოველდღიურ პრობლემებს კიდევ უფრო უმძაფრებთ , მათი სახლებიდან სულ რამოდენიმე კილომეტრში არსებული საოკუპაციო ზოლი . ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მოსახლეობა , ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს. როგორც ადგილობრივებმა ჩემთან საუბარში აღნიშნეს , ,,ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მათ სოფლებში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა გასაკეთებელი კვლავ ბევრია. ამ სოფლებში ჩასვლის შემდეგ კიდევ უფრო გამიმყარდა რწმენა , რომ სულ მალე დასრულდება რუსული ოკუპაცია და ამ უკანონო პროცესის შედეგად წარმოქმნილი ხელოვნური ბარიერები დაინგრევა, რის შედეგადაც გარდაუვალია მრავალსაუკუნოვანი ქართულ -ოსური ურთიერთობის აღდგენა“- განაცხადა ქ.გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ვლადიმერ ( ლადო ) ხინჩეგაშვილმა

ასევე შეგიძლიათ იხილოთ